ირმა ებრალიძე
ზვიად ციკოლია საქართველოში პლასტმასის საწარმოს გახსნას გეგმავს
ეკონომიკა

ზვიად ციკოლია
ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში პლასტმასის საწარმოს გახსნაზე აქტიურად მუშაობს.
GBC-სთან საუბრისას დიზაინერმა განაცხადა, რომ იანვარში ეკონომიკის სამინისტროსთან დაწყებული სამუშაო პროცესი გრძელდება და დეტალები, სავარაუდოდ, აპრილში დაზუსტდება.
იანვარში ეკონომიკის მინისტრმა ციკოლიას პროექტის განხორციელება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში შესთავაზა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს. პროექტს მხარდაჭერა მოგვიანებით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზვიად ციკოლიას საათები მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოფენა - Baselworld 2017-ზეა წარდგენილი.
ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design.





