imedi
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება
ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება. მას ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, F კოდის თვითმფრინავებისთვის გათვლილი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ. „კარუსელი“ და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ექნება.
ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.
მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“ აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს 2017 წლის ივნისში მოხდეს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში ჩასხდომის 5 ხიდი და 6 „Bus Gate“ ექნება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ორივე ტერმინალი წელიწადში 3. 500 000 -ზე მეტ მგზავრს მოემსახურება.





