ირმა ებრალიძე
აგროდაზღვევის არეალი ფართოვდება
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა აპრილიდან განახლდება - მთავრობა ახალ დადგენილებას მიიღებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, აგროდაზღვევა სავალდებულო არ იქნება. პროგრამაში ცვლილებები შევა, მათ შორის - გაიზარდება დაფარვის მასშტაბი. ლევან დავითაშვილის თქმით, პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია. 2016 წელს პროგრამაში 5 სადაზღვევო კომპანია იყო ჩართული.
წელს გლეხები საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის, ხვნა-თესვის სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ - პროექტი დასრულდა. ხელისუფლება გლეხებს ალტერნატიული პროგრამებით - შეღავათიანი აგროკრედიტით, აგროდაზღვევით დაინტერესებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებას სთავაზობს.





