14 მარტი 2017, 21:23
imedi
ქართული წვენები აპრილიდან ამერიკაში გაიყიდება
ეკონომიკა

გაზიარება
Bio product company-ის მიერ წაროებული ასკილის წვენი ამერიკის შტატ ჯორჯიაში თვის ბოლოს გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიზნესკონტრაქტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკაში წვენების გასატანად საწარმომ სპეციალურად Us organic -ის სერთიფიკატი აიღო. კომპანიამ ნატურალური წვენები ჰონკ-კონგშიც გაგზავნა. მაისიდან კი ასკილისა და ალუბლის წვენების დიდ ბრიტანეთში გატანას გეგმავს.
ასკილის წვენის წარმოება Bio product company-ის საოჯახო ბიზნესია. პროდუქტი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც არის განკუთვნილი, - წერს "ბიზნესკონტრაქტი."





