რუსეთი აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ ზომებს მიიღებს
ეკონომიკა

მაქსიმ ორეშკინი
ფოტო: facebook
რუსეთი აშშ-ის ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე შემოღებული ტარიფების საპასუხოდ, შესაბამისს ზომებს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მინისტრის თქმით, საპასუხო ზომები შეეხება მხოლოდ ისეთ პროდუქციას, რომელსაც ანალოგი რუსულ ბაზარზეც აქვს. უფრო კონკრეტულად კი საქონლის სია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა.
31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. "დიდი შვიდიანის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს. ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინურ პროდუქციაზე შესაძლოა დამატებითი 10%-იანი ტარიფები დააწესოს.





