ნათია თურნავა თბილისის ფინანსურ სამიტზე: ძალიან მაღალი ინტერესი იყო - ათასამდე მონაწილე, 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი
ეკონომიკა

ნათია თურნავა
ფოტო: ეროვნული ბანკი
ძალიან მაღალი ინტერესი იყო, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, თბილისის ფინანსურ სამიტთან დაკავშირებით.
თურნავას თქმით, სამიტში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
„ზოგადად, ძალიან მაღალი ინტერესი იყო. ათასამდე მონაწილე იყო, 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. იყვნენ როგორც მარეგულირებელი ორგანოები სხვადასხვა ქვეყნიდან, ანუ ცენტრალური ბანკები წარმოდგენილი, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნიდან, აზიიდან, ევროპიდან, ჩვენი უშუალო სამეზობლოდან, ასევე უფრო მეტად იყო წარმოდგენილი კერძო ბიზნესი, ინდუსტრია სხვადასხვა ქვეყნიდან. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც ავითარებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, საგადახდო სფეროს. ასევე, საბანკო მომსახურება, საინვესტიციო კომპანიები, ვინც ძირითადად ინვესტიციებს დებს ახალ ტექნოლოგიებში“, - აღნიშნა მან.





