აშშ-მა ჩინეთს შესაძლოა დამატებითი ტარიფები დაუწესოს
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინურ პროდუქციაზე შესაძლოა დამატებითი 10%-იანი ტარიფები დააწესოს. მისი თქმით, საქმე ეხება 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ამერიკელი ლიდერის თქმით, ამის მიზეზი ჩინეთის საპასუხო ტარიფებია, რომელიც პეკინმა 15 ივნისს აშშ-ის წინააღმდეგ შემოიღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების გეგმა 15 ივნისს დაამტკიცა. ტრამპმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფები დაუწესა. იმავე დღეს, ჩინეთმა შტატებს სარკისებრი ტარიფები დაუწესა.
ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა.
31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. "დიდი შვიდიანის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს.





