02 მარტი 2017, 16:42
imedi
დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა 2018 წლიდან ამოქმედდება
ეკონომიკა

გაზიარება
მთავრობის სხდომაზე დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის საკითხს განიხილავენ. სისტემის შემოღება ევროდირექტივაა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში, რეგულაცია 2018 წლიდან ამოქმედდება.





