საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები დასახელდა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
ეკონომიკის სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, რომელიც HR.ge-ს მონაცემებს ეყრდნობა, მოთხოვნად პროფესიებს განეკუთვნება: გაყიდვების სფეროს მუშაკები; ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები (ყიდვა-გაყიდვის აგენტები და ბროკერები, კომერციული მომსახურებების აგენტები), ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები (ფინანსების სფეროს პროფესიონალები, ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროს პროფესიონალები). ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
სამუშაო ძალის მოთხოვნის ხვედრითი წილი პროფესიების მიხედვით შემდეგია:
- გაყიდვების სფეროს მუშაკები - 24.48%
- ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროსთან ასოცირებული პროფესიონალები - 14.36%
- ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალები - 7.93%
- ადმინისტრაციული და კომერციული მენეჯერები - 6.52%
- ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები - 4.86%
- წარმოებისა და სპეციალური მომსახურებების მენეჯერები - 4.79%
- ინდივიდუალური მომსახურების მუშაკები - 4.32%
- მომხმარებელთა მომსახურების სფეროს მუშაკები - 4.19%
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს პროფესიონალები - 3.98%





