მედია: ბიტკოინის ფასი 900 დოლარამდე დაეცემა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასი ისევ დაეცემა და ამჯერად 900 დოლარამდე. პესიმისტურ პროგოზს Bloomberg-ის ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი აკეთებს.
მისი თქმით, კრიპტოვალუტის საბაზრო არასტაბილურობა ბიტკოინზე უარყოფითად მოქმედებს.
coinmarketcap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი დღეს 8,851.21 დოლარია.
2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს.
ჩინეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (შექმნა), ასევე გადაწყვიტა ყველა იმ ვებგვერდის დაბლოკვა, რომელიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.





