26 ნოემბერი 2026, 15:58
„იგლ ჰილსის“ პროექტის წარმომადგენელი: ტერიტორიის განვითარება მრავალფუნქციურ პრინციპზე იქნება დაფუძნებული. მთავარი ქუჩებისა და სანაპიროს გასწვრივ გაიხსნება რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტები
ეკონომიკა

ჯო ჰანტი
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
გაზიარება
ტერიტორიის განვითარება მრავალფუნქციურ პრინციპზე იქნება დაფუძნებული, - განაცხადა „იგლ ჰილსის“ პროექტის წარმომადგენელმა ჯო ჰანტმა.
მისივე თქმით, მთავარი ქუჩებისა და სანაპიროს გასწვრივ გაიხსნება რესტორნები, კაფეები და სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტები.
„ურბანული ფორმის დაგეგმვისას გამოყენებულია ქართული მაგალითებიც. ტერიტორიაზე შეიქმნება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ტერიტორია სრულად გახსნილი იქნება სტუმრებისთვის, მათ შორის მდინარის მთელი სანაპირო ზოლი“, - აღნიშნა ჯო ჰანტმა.





