მიხეილ დუნდუა: ბოლო წლებს თუ დავაკვირდებით, უამრავი მაჩვენებლით, სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით საქართველოს მიენიჭა ახალი ისტორიული მაქსიმუმი და 2012 წლის შემდგომ კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო გავიდა მსოფლიოში პირველ ადგილზე
ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ბოლო წლებს თუ დავაკვირდებით, უამრავი მაჩვენებლით, სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსით საქართველოს მიენიჭა ახალი ისტორიული მაქსიმუმი და 2012 წლის შემდგომ კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველო გავიდა მსოფლიოში პირველ ადგილზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას.
„ყველა ეს კვლევა საერთაშორისო ინსტიტუტების და საერთაშორისო შემფასებლებისა, პირდაპირ მიანიშნებს და აჩვენებს, რომ საქართველო სწორი გზით მოძრაობს. აგრეთვე დემოკრატიების ალიანსის კვლევა დემოკრატიის აღქმის ინდექსის, სადაც საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში გავიდა პირველ ადგილზე. აღნიშნულ ალიანსს ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობს.
ყველა კვალიფიციური კვლევა და საერთაშორისო შემფასებელი, რომელიც კვალიფიციურად აფასებს, ადასტურებს ცხადად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.





