17 მარტი 2026, 21:10
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე - „ProWein Dusseldorf“-ზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ეკონომიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, „ProWein Dusseldorf“-ზე წარდგნენ. გაიმართა ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქვევრის ღვინოებზე გამახვილდა.
„ProWein Dusseldorf“-ი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
სალომე შანშიაშვილის რეპორტაჟი.





