ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ფაქტ-მეტრის ჩიხი. რატომ ვერ დაეთანხმა ორგანიზაცია პრემიერის განცხადებას? რეალისტური და მიღწევადი მონაცემები „ვერდიქტის გარეშე“. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ფაქტ-მეტრის ჩიხი. ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრის განცხადება განსახილველად შეარჩია, თუმცა იმის აღიარება მოუხდა, რომ მონაცემები რეალისტურია, პროგნოზი კი მიღწევადი.
რეალობის დადასტურებას, ფაქტ-მეტრმა საკითხის ეგრეთ წოდებული „ვერდიქტის გარეშე“ დატოვება ამჯობინა. მიზეზი კი ასე განიმარტა: „დასახელებული სტატისტიკური მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ის მდგომარეობის შესაფასებლად არასაკმარისი წინაპირობაა“.
რატომ შეარჩიეს საკვლევად მთავრობის მეთაურის განცხადება, თუ ის მათი შეფასებისთვის საკმარის ინფორმაციას არ შეიცავდა? უფრო მეტის გაგება ვერ მოხერხდა, რადგან ორგანიზაციამ განმარტებებს თავი აარიდა.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტში.





