27 ნოემბერი 2026, 21:40
აგროტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - აგრარული სექტორის გასაძლიერებლად სახელმწიფო ტექნიკის შესყიდვის ახალ მექანიზმს აამოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
აგროტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - აგრარული სექტორის გასაძლიერებლად სახელმწიფო ტექნიკის შესყიდვის ახალ მექანიზმს აამოქმედებს.
8 დეკემბრიდან ფერმერებს ონლაინრეგისტრაცია შეეძლებათ, რის შემდეგაც სოფლის განვითარების სააგენტო მათ ტრაქტორებისა და სხვა სპეცტექნიკის შეძენისას ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებს.
მხარდაჭერის ზედა ზღვარი მიწის ფართობზეა დამოკიდებული და 150 ათას ლარამდე განისაზღვრება.
გივი კუჭავა დეტალებს გიამბობთ.





