ქართული მიწის ძალა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ეკონომიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ძლიერი ეკონომიკა სოფლის სიძლიერეს განსაზღვრავს. ყველა, ვინც კი დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით, საწარმოების შექმნით, ფერმერობით, მცირე საოჯახო ბიზნესით - სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი პროექტები ყველა მათგანისთვის აქვს.
სამინისტროს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მას უამრავ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, მათ შორის ყველაზე არაპროგნოზირებად, კლიმატურ მოვლენებთან.
ხატია იობიძემ სპეციალურად წლის შემაჯამებელი ეთერისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობის და მცირე ბიზნესების წარმატების კონკრეტული ისტორიები მოიძია. ასევე, შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. დავით სონღულაშვილმა მომავალი წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა.





