თბილისი საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს მასპინძლობს
ეკონომიკა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
თბილისი საქართველო-ისრაელის 30-ე ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების 35 წლისთავს ეძღვნება.
ფორუმის მიზანი არსებული ეკონომიკური კავშირების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა. ღონისძიებაში საქართველოდან დაახლოებით 100-მდე ბიზნესმენი და ისრაელიდან ქალაქების მერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფორუმზე განიხილება ტურიზმის განვითარების გეგმები, პარტნიორობის გაფართოება და ახალი ერთობლივი პროექტები. დაგეგმილია რამდენიმე თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. ღონისძიება ებრაული დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთებით გაიხსნა.





