22 დეკემბერი 2017, 10:30
ბიტკოინის ფასი 14 000 დოლარამდე დაეცა
ეკონომიკა

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ბიტკოინის ფასი 14 000 დოლარამდე დაეცა. ისტორიული მაქსიმუმის შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება 29%-ით შემცირდა. ამ დროისთვის 1 ბიტკოინის კურსი 14,243.75 დოლარია.
ბიტკოინის კურსმა ზრდა 2017 წლის მეორე ნახევარიდან დაიწყო. აგვისტოს დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულება სამი ათასი დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 5 ათასს მიაღწია, ხოლო წლის ბოლოს 20 ათას დოლარს მიუახლოვდა.





