ირაკლი კვერღელიძე: „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე განაცხადმა უკვე მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე
ეკონომიკა

ირაკლი კვერღელიძე
IMEDI/ვიდეოკადრი
ნეტავ, ქვეყანაში 10, 15, 20 ასეთი კომპანია შემოვიდეს, ეს ხომ თითოეულ ჩვენგანსაც გვაძლიერებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოსვლის მხოლოდ დაანონსებასაც კი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა.
„ყველა ბიზნესმენის ერთობლიობა ქვეყნის მასშტაბით ქმნის ერთიან ბიზნეს გუნდს და თუ ამ გუნდში წარმატებული კომპანიებია, მაშინ მთლიანად გუნდია ძლიერი. ნეტავ, ქვეყანაში 10, 15, 20 ასეთი კომპანია შემოვიდეს, ეს ხომ თითოეულ ჩვენგანსაც გვაძლიერებს. „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე განაცხადმა უკვე მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე, მაგალითად გონიოში არსებული ტერიტორიის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც კერძო მესაკუთრეები hყავთ. უკვე მოახდინა გავლენა თუნდაც, თბილისის შემოგარენში იმ კერძო მესაკუთრეებთან მიმართებით, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებები აქვთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია.
ნებისმიერი განვითარება ავტომატურად იწვევს ყველა სხვა აქტივის ღირებულების ზრდას. დღეს თუ გადავაფასებთ ზუსტად იმ ქონებებს, რომელიც საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოსვლამდე იყო, საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს მხოლოდ შემოსვლის დაანონსებას და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ეფექტი ექნება პროეტების განხორციელებას“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.





