ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე - იციან, რომ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი არაა, იქ ხელისუფლების მორყევა მარტივია
ეკონომიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: „ქართული ოცნება“
ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვხედავთ, როგორი შეტევა მიმდინარეობს ეკონომიკაზე. ჩვენს ე.წ. მეგობრებსა და შიდა აგენტურას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი თუ რას უნდა დაარტყან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები, პირდაპირ მიმართულია ეკონომიკის დაზიანებისკენ.
„იციან, რომ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მდგრადი არაა, იქ ხელისუფლების მორყევა მარტივია. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ არაერთხელ მკაფიოდ გასცა პასუხი, რომ ჩვენ განვვითარდებით იმ პრაგმატული და ცივი გონებით, როგორიც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.





