06 ნოემბერი 2017, 12:55
ნუცა ტრაპაიძე
iPhone X დღეიდან უკვე თბილისის მაღაზიებში იყიდება
ეკონომიკა

გაზიარება
iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში დღეს, დილიდან დაიწყო. iPhone+ის მაღაზიებში წინასწარი შეკვეთით, 3 ნოემბერს 100 ცალი, ხოლო 4 ნოემბერს 160 ცალი iPhone X გაიყიდა. დღევანდელი დღის გაყიდვების მაჩვენებელი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი iPhone X საქართველოში 19 999 ლარად iPhone+ში გაიყიდა.
Apple-ის ახალი მოდელის ფასი 4765 ლარია და როგორ სხვადასხვა მაღაზიები იტყობინებიან, გაყიდვების რაოდენობა რეკორდულია.





