03 სექტემბერი 2017, 09:22
დღეს „ბრიქსის“ სამიტი იწყება
ეკონომიკა

გაზიარება
„ბრიქსის“ სამიტი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ სიამენში დღეს გაიხსება. სამიტის მთავარი ლოზუნგია „მჭიდრო თანამშრომლობა ნათელი მომავლისთვის“.
ქვეყნების ამ გაერთიანების ინიციატორი რუსეთი იყო. პირველად სამიტი 2009 წელს ეკატენინბურგში ჩატარდა. სამიტი ეკონომიკური ფორუმით დაიწყება. სამიტის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი პირველად ტარდება.
შეხვედრაზე ხუთივე ქვეყნის ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილონ. ორმხრივი შეხვედრები დაგეგმილია ბიზნესმენებისა და მონაწილე ქვეყნებში ინვესტიციების ჩადების მსურველთათვის.





