საქართველომ ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება გააფორმა
ეკონომიკა

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან და ამავდროულად გაეხსნება 1,4 მილიარდიანი ბაზარი:
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან. ახლა უკვე ჩინეთთანაც.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.





