იმედი

არქივი

სიახლეების ძიება კატეგორიით, თარიღით ან საკვანძო სიტყვით.

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 02:18

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, საავიაციო ინფრასტრუქტურა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, რკინიგზის მოდერნიზაცია

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 02:07

პრემიერი: როგორც დისტრიბუტორებს, ასევე სუპერმარკეტებს ჰქონდათ სივრცე, რომ მინიმუმ ფასები აღარ გაეზარდათ, რესურსი არსებობდა, შესაბამისად, რაც არის ჯანსაღი ზრდის მაჩვენებელი 2-3%, ამ ფარგლებშიც კი აღარ ფიქსირდება ინფლაცია, თებერვლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 02:05

ცესკომ ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - ოთხივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:54

ირაკლი კობახიძე: ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ იალღუჯის პრობლემა, ბოლო შეხვედრა ამ თემაზე მქონდა ორი კვირის წინ, არის კონკრეტული პრობლემები, თუმცა გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას, რაც შეეხება სტუდქალაქს, უნივერსიტეტის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სტუდქალაქისთვის ადგილი იყოს სწორედ თბილისსა და რუსთავს შორის და არა რუსთავში

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:54

ირაკლი კობახიძე: ყოველწლიურად ასეულობით მილიონი იხარჯება თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში, მათ შორის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:43

ირაკლი კობახიძე: მთავარი, რაც იწვევს გახლეჩას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:41

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს - „სოფიკო 90“

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:39

ირაკლი კობახიძე პატიმარ დავითაძის საქმეზე: არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას, დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:31

ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:21

ირაკლი კობახიძე: მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება, ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:20

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი ნებისმიერ მინისტრთან დაკავშირებით და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:15

დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:10

ირაკლი კობახიძე: 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, ჩვენ იძულების წინაშე დავდექით და პრინციპში, ამ იძულებამაც გამოიღო კარგი შედეგი, მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე - თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:07

პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი, ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნება

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:05

ირაკლი კობახიძე: ქუჩაში ჩანდა სხვა სურათი - რომ საზოგადოების უმრავლესობა იყო მეორე მხარეს, თუმცა სოციოლოგიური კვლევები ადასტურებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 50 %-ზე მეტი „გამჭვირვალობის კანონს“ სწორად იაზრებდა და მხარს უჭერდა

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 01:01

ირაკლი კობახიძე: იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა, იგივე „გამჭვირვალობის კანონთან“, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 00:57

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდებისთვის მთავრობის ეგიდით სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია - ბევრი სტაჟიორი დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ეს სისტემა

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 00:53

ირაკლი კობახიძე: რეალურად, უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს, უამრავი რამეა გამოსასწორებელი

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 00:51

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით

პოლიტიკა04 ოქტომბერი 2026, 00:41

ირაკლი კობახიძე: ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებზე, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს