სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ტყითსარგებლობის საკითხები და ადგილობრივი გამოწვევები - ამ თემებზე მსჯელობენ, ახალციხეში, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე
სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ტყითსარგებლობის საკითხები და ადგილობრივი გამოწვევები - ამ თემებზე მსჯელობენ, ახალციხეში, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრიორიტეტული მიმართულებები და ის სამუშაოები შეაჯამა, რომლებიც რეგიონის ყოველდღიურობას ცვლის. ასევე განიხილეს სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს ის პრობლემები და საკითხები გააცნეს, რომლებიც ადგილზე ყველაზე მეტად დგას დღის წესრიგში








