სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველმა მოადგილემ გიორგი ბახუაშვილმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა თამაზ შუბითიძემ, უწყების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს გოლაშვილის ხსოვნას და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. სასაფლაოზე გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ივანე გოლაშვილი თბილისში, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.








