ქვეყანაში გლოვის დღეა
ქვეყანაში გლოვის დღეა. საქართველო, ქვემო ფონიჭალაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე. გვიან ღამითვე დროშები დაუშევს, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებზე, პარლამენტის სასახლეზე, მერიისა და გამგეობების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის, შინასაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან.









