ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენერგეტიკის რიგით მეშვიდე მინისტერიალში მონაწილეობდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენერგეტიკის რიგით მეშვიდე მინისტერიალში მონაწილეობდა. ღონისძიება ვარშავაში გაიმართა. მარიამ ქვრივიშვილი, სხვა ქვეყნების მთავრობის ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგო-რესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ასრულებს წამყვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონებს ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან















