სტუდენტების საპროტესტო აქციები იტალიაში ძალადობაში გადაიზარდა
სტუდენტების საპროტესტო აქციები იტალიაში ძალადობაში გადაიზარდა. რომში დემონსტრანტებმა განათლების სამინისტრო შენობას, რომელიც სამართალდამცველების ალყაში იყო მოქცეული პიროტექნიკა ესროლეს. აქცია იტალიის უმსხვილესი პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საყოველთაო გაფიცვის პარალელურად მიმდინარეობდა, იტალიელები ხელფასების მომატებას და სახელმწიფო სერვისებში ინვესტიციების გაზრდას ითხოვენ. პოლიციასთან დაპირისპირებით და დემონსტრანტების დაკავებით დასრულდა ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გერმანიის ქალაქ კიოლში. კიოლნში, ბერლინსა და ფრანკფურტში აქციების მონაწილეები სამხედრო სავალდებულო სამსახურის, სკოლებისა და უნივერსიტეტების არასაკმარისი დაფინანსების, ჯანდაცვის ხარჯების შემცირებისა და ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. დემონსტრაციები მოეწყო დიდი ბრიტანეთში










