სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულთა ესკორტისთვის 38 ახალი სპეციალიზებული ავტომობილი და თანამედროვე შეიარაღება გადაეცა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულთა ესკორტისთვის 38 ახალი სპეციალიზებული ავტომობილი და თანამედროვე შეიარაღება გადაეცა. აღჭურვილობა სამსახურს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გენერალურმა დირექტორმა რამაზ თათარაშვილმა გადასცეს. სამინისტრო, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მუშაობს რამდენიმე პროექტზე, მათ შორის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისთვის ახალი ბაზის, დახურული სასროლეთისა და სასწავლო სივრცეების მოწყობაც იგეგმება. სამუშაოები 2028 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.











