უკან11 ნოემბერი 2026, 17:22
„ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები ჩინეთის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები ჩინეთის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები იყო. ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ასევე ყურადღბა დაეთმო სავაჭრო, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს. ამით ქართული დელეგაციის ვიზიტი პეკინში დასრულდა. შეხვედრები უკვე ხვალიდან ქალაქ ჰანჯოუში გაგრძელდება.
გაზიარება





