საფრანგეთში ხვალინდელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან
საფრანგეთში ხვალინდელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადებიან. დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სამართალდამცველებს ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მინისტრის თქმით, ადამიანებსა და სახელმწიფო საკუთრებაზე თავდასხმის შემთხვევაში, პოლიციას დაუყოვნებლივი ჩარევის უფლება ექნება. მინისტრი პოლიციას ოპერატიული ქმედებებისკენ მოუწოდებს, რეგიონების პრეფექტებს კი რეკომენდაციას აძლევს, საპროტესტო მსვლელობების მარშრუტები ისე დაგეგმონ, რომ დემონსტრანტებმა ქალაქების ცენტრალური უბნები არ გაიარონ.
















