„საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს
„საგზაო რუკები“, რომლებსაც ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების სავარაუდო თარიღებს არ მოიცავს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის განკუთვნილ დოკუმენტებში არ იქნება მითითებული კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა დაასრულონ ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრების საკანონმდებლო პროცესი.










