უკან26 ოქტომბერი 2026, 11:20
ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 ადამიანს ბრალდება წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება მილიონზე მეტი ღირებულების, ჯამში 11 929 კვადრატულ მეტრ ფართობს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 ათას ლარს აღემატება.
გაზიარება





