ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ქალაქში პეკინში, შანხაიში, გუანჯოუში და ჩენგდუში - Roadshow და სარეკლამო კამპანია გამართა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ქალაქში პეკინში, შანხაიში, გუანჯოუში და ჩენგდუში - Roadshow და სარეკლამო კამპანია გამართა. პეკინის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. კამპანიის ფარგლებში, ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და კურორტებს გაეცნენ.ღონისძიებების მიზანი ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაა




















