უკან22 ოქტომბერი 2026, 11:21
იუსტიციის მინისტრმა სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის მინისტრმა სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. პაატა სალიამ ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა.
გაზიარება







