უკან10 ივნისი 2026, 20:44
372 მლნ დოლარი პროექტისთვის
<p>372 მილიონი დოლარი საქართველოსთვის - სასესხო შეთანხმება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან გაფორმდა. ინვესტიცია შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რკინიგზისა და საავტომობილო გზების განახლებისთვის ჩაიდება. პროექტი საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციურ გაძლიერებას, ასევე სატრანსპორტო კვანძების, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობას გულისხმობს.</p>

ნინო ჩუბინიძეკორესპონდენტი
იხილეთ სრული ეპიზოდი →გაზიარება














