უკან08 აპრილი 2021, 00:05
ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და კრემლის პოლიტიკის შედეგი
ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - საქართველოს ოთხი მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის გადმოკვეთას ცდილობდა. სამწუხაროდ, ადიდებულმა მდინარემ მათი სიცოცხლე შეიწირა. 4 დაღუპულიდან სამი, ერთი ოჯახიდან იყო. ცხედრებს მაშველებმა ორსანტიასთან და შამგონასთან მიაკვლიეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოდიოდნენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთი დადადასტურებაა იმისა, რამდენად არაჰუმანურია საოკუპაციო რეჟიმი.
გაზიარება








