უკან04 ოქტომბერი 2026, 18:05
ქვეყნის პირველი კანონმდებელი ბრიუსელს მოუწოდებს, დაგმოს ძალადობა და გააუქმოს სუვერენიტეტის შემლახავი რეზოლუციები
ქვეყნის პირველი კანონმდებელი ბრიუსელს მოუწოდებს, დაგმოს ძალადობა და გააუქმოს სუვერენიტეტის შემლახავი რეზოლუციები. ოპოზიციის ვერშემდგარი დამხობის ერთი წლისთავს, მორიგი პოსტი მიუძღვნა პარლამენტის თავჯდომარემ, ჩავარდნილი სცენარისა და მარცხის ამსახველი ვიდეოკოლაჟის გამოქვეყნების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი იხსენებს, როგორ წაახალისა მაშინდელი ძალადობა და სახელმწიფო უწყებებზე შტურმი, ევროკომისიის პრესსპიკერმა. ასევე მისივე განმარტებით, უცხოელი პოლიტიკოსები სახელმწიფო სიმბოლოებით თამაშობდნენ, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავდნენ, ხოლო თავად ზურაბიშვილი ორხელისუფლებიანობის თამაშს აპირებდა და თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. არ შემდგარი დამხობით კი დამარცხდა ის წარმოდგენა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა, უცხოური ჩარევითა და ძალადობით იყო შესაძლებელი.
გაზიარება
















