უკან04 ოქტომბერი 2026, 15:03
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დმანისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ 98%-ზე მეტი აიღო
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დმანისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი სარსევანიძემ 98%-ზე მეტი აიღო, „ლელოს“ კანდიდატმა ვაჟა ნონიაშვილმა კი მხოლოდ 2 ხმა მიიღო, რაც 1,5%-ია. წალკა - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ნანული ხინიკაძემ, 96%-ზე მეტი მიიღო, „ლელოს“ კანდიდატმა ზაზა შანთაძემ კი 3%-ზე მეტი. ვანი - „ქართული ოცნება“ - ზაზა ხელაძე, ხმების 87%-ზე მეტი, „ძლიერი საქართველო - ლელო“ – 12%-ზე მეტი. ახმეტაში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 100% აიღო.
გაზიარება









