უკან03 ოქტომბერი 2026, 19:21
Amnesty International-ი საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას მოითხოვს
Amnesty International-ი საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვას მოითხოვს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში განვითარებული ინციდენტების დროს, არასრულწლოვანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს, რასაც მძიმე დაზიანებები მოჰყვა. არეულობაში გადაზრდილი საპროტესტო გამოსვლების ფონზე საფრანგეთში 564 სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. ფუნქციონირება შეწყდა 735 დაწესებულებაში. 158 ობიექტი კი „ურბანული ძალადობის“ შედეგად დაზიანდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასობრივი არეულობებისა და ქუჩებში ძალადობის აღსაკვეთად, ყველა დაშვებულ სპეციალურ საშუალებას გამოიყენებენ
გაზიარება















