იუსტიციის სამინისტრო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მანიპულაციასა და ფაქტების შეგნებულად გაყალბებაში ადანაშაულებს
იუსტიციის სამინისტრო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მანიპულაციასა და ფაქტების შეგნებულად გაყალბებაში ადანაშაულებს. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაეროში გაგზავნილ ანგარიშზე, სადაც ციხეების გადატვირთულობაზეა საუბარი, ასევე გაკრიტიკებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ოფიციალურ მონაცემებზე და იგნორირებულია საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის საბჭოს დადებითი შეფასებები













