უკან01 ოქტომბერი 2026, 21:30
ამერიკამ საფრანგეთსა და გერმანიას, საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირების მიზნით, დიზელის საგანგებო მარაგების გახსნა მოსთხოვა
ამერიკამ საფრანგეთსა და გერმანიას, საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირების მიზნით, დიზელის საგანგებო მარაგების გახსნა მოსთხოვა. „როიტერსის“ ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა. სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონი პარიზისა და ბერლინის პოზიციით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ისინი ნავთობის რეზერვების გახსნასთან დაკავშირებით ადრე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ. „როიტერსი“ წერს, რომ ევროკომისია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო დიზელის საგანგებო მარაგების ერთობლივ გამოყენებაზე სასწრაფო კონსულტაციებს მართავენ.
გაზიარება















