უკან29 სექტემბერი 2026, 19:01
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოსულმა უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მოსულმა უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაიღუპა 62 და დაშავდა 46 ადამიანი. წყალდიდდაზიანდა ათასზე მეტი შენობა, მაშველებს კი დატბორილი რაიონებიდან მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. წყალდიდობამ ასევე დააზარალა ოდიშას შტატი, საიდანაც უსაფრთხო ზონებში 75 ათასზე მეტი მოქალაქე გადაიყვანეს. მძიმე ვითარებაა მეზობელ ნეპალშიც — კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გაზიარება














