ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. განსაკუთრებული დახვედრის შემდეგ სი ძინპინსა და მის მეუღლეს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა. ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. მხარეები ურთიერთობებში სტრატეგიულ სტაბილურობაზე შეთანხმდნენ.

















