უკან18 სექტემბერი 2026, 15:54
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა „ვალეს“, „ჭარალისა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე, თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებული პუნქტის გვერდის ავლით, სექტორ „კატნატუს“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ, ცდილობდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გაზიარება












