უკან15 სექტემბერი 2026, 15:27
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 4 ადამიანი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 4 ადამიანი დააკავეს. სამი უცხო და ერთი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს, ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც რეალიზაციის მიზნით, მცენარე „კანაფი“ მოყავდა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოიღო, 25 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და 4 კილოგრამამდე „კანაფი“.
გაზიარება













