უკან07 აგვისტო 2026, 00:32
ავალიანის საქმე-ორი დაკავებული
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროკურატურის ცნობით, ნია იმნაძისგან მიღებული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მასწავლებელი მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა, იყო თავდასხმის წაქეზება. რაც შეეხება ანასტასია ბერუაშვილს- საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გიორგი რიკაძისგან ინფორმირებული იყო- თუ რა მძიმე შედეგით დასრულდა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა.
გაზიარება












