გამოძიება საბოტაჟის მუხლით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სუსი ავრცელებს. საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე. სუსმა მოგვაწოდა ყალბი ანგარიშების მიერ დაწერილი პოსტები, რასაც საერთაშორისო აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, კამპანიის მიზანს საქართველოს ინტერესების დაზიანების მცდელობა წარმოადგენდა.














