საფეხბურთო ცენტრები შიდა ქართლში
ახალი საფეხბურთო ბაზები შიდა ქართლში - ქალაქ გორსა და სოფელ მეჯვრისხევში, თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაეცნენ. პროექტი ხელოვნურსაფარიანი მოედნებისა და 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას ითვალისწინებს. რეგიონული სპორტის მხარდაჭერის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სულ 50-ზე მეტი მსგავსი ობიექტის მშენებლობას გეგმავს.












